რეზონანსი
05.09.2019

 (რეზონანსი) ბათუმში, მახინჯაურის დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

როგორც თვითმხილვრლები „პრაიმტაიმს„ უყვებიან, ავტობუსი მსუბუქ მანქანას შეეჯახა. რის შემდეგაც მსუბუქი ავტომანქანა ზებრაზე მოსიარულე ქვეითს დაეჯახა. ქვეითი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გამოძიება 276ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

შემთხვევის გამო, საავტომობილო გზაზე შეფერხებულია მოძრაობა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×