რეზონანსი
05.09.2019

 თემქაზე მოკლული ქალის ქმარი შეუძლოდ გახდა. ის ამ წუთებში პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფება. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება მივიდა.

რა გახდა მამაკაცის შეუძლოდ გახდომის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. 

შეგახსენებთ, რომ ხანძარი ზღვის უბნის მე-11 მიკრორაიონის 39-ე კორპუსში გაჩნდა. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, სამაშველო სამსახურს კორპუსის ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ქალბატონი გარდაცვლილი დახვდა.

მეზობლების თქმით, ქალი სავარაუდოდ მოკლულია, ხანძარი კი მხოლოდ ამის შემდეგ არის გაჩენილი. ახლობლები არ გამორიცხავენ, რომ თავდამსხმელებმა სახლიდან ფული წაიღეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×