"იმ პოლიტიკიდან გამომდინარე, რასაც "ქართული ოცნება" ატარებს, არანიარი მოლოდინი არ მაქვს, რომ ქვეყნის მდგომარეობა დადებითაც შეიცვლება. ამიტომ, რას იტყვიან კანდიდატები, სერიოზული ინტერესი არ მაქვს, მითუმეტეს, რომ ახალი ფიგურები ამ მთავრობაში არ ჩანს და რაიმე შინაარსობრივ ცვლილებებს მთავრობის პროგარმებში არ ველი" - ასე ეხმაურება კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე პარლამენტში ახალი მთავრობისადმი ნდობის გამოცხადების საკითხს.
"შინაარსობრივად ვერაფერს გეტყვით, რადგან კანდიდატების გამოსვლა არ მომისმენია, თუცმა, რაიმე სერიოზულ ცვლილებებს არ ველი, იქიდან გამომდინარე, რომ მთავრობის შემადგენლობაში უმნიშვნელო ცვლილებები მოხდა. შეიცვალა მხოლოდ პრემიერ- ინისტრი და ორი მინისტრი.
"ანუ, ახალი ფიგურები მთავრობის შემადგენლობაში არ არის, ამიტომ რაიმე შინაარსობრივ ცვლილებებს მთავრობის პროგრამებში არ ველი. არა მგონია, რომ მთავრობის ეს შემადგენლობა შეძლებს ვითარების გაუმჯობესებას, თუნდაც მცირედით.
"რით განსხვავდება ახალი მთავრობა ძველისგან? თანაც, ბევრი რამ არის დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების ტექნოლოგიაში, სად მიიღება ან ვინ იღებს ამ გადაწყვეტილებებს, ბავშვები არ ვართ და ყველამ ვიცით, რომ ეს გადაწყვეტილებები მიიღება არაფორმალურად.
"რაც შეეხება ნდობის გამოცხადების საკითხს, ალბათ პარლამენტი ნდობას გამოუცხადებს მთავრობას. მაგრამ, თუ მოხდა ისე, რომ ნდობა არ გამოუცხადა, ეს იქნება ნიშანი იმისა, რომ საუბრები პროპორციულ საარჩევნო სიტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით იყო საზოგადოებისთვის თვალის ახვევა, გადავადება
"საპროტესტო მოქმედებების მერე იტყვიან, ჩვენ კი გვინდოდა პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარება, მაგრამ, მთავრობის შეცვლას მხარი არ დაუჭირეს. რაც ზრდის ალბათობას იმისა, რომ დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები და მომავალი არჩევნები ჩატარდეს ისევ მაჟორიტარული სისტემით"- განაცხადა "რეზონანსთან" ვახტანგ ხმალაძემ.