რეზონანსი
05.09.2019

  (რეზონანსი) „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ პრემიერობის კანდიდატს, გიორგი გახარიასა და მთავრობის წევრების სხვა კანდიდატებს 6 სექტემბერს  მოუსმენენ ფრაქციების ფორმატში.

ენმ-სთან მთავრობის შემადგენლობის შეხვედრა 6 სექტემბერს, 10:00-დან 13:00 საათამდეა ჩანიშნული, „ევროპულ საქართველოსთან“ კი 14:00-დან 17:00 საათამდე.

7 სექტემბერს დაგეგმილია, რომ მთავრობის ახალ შემადგენლობას ამავე ფორმატში 10:00 საათზე შეხვდება საპარლამენტო ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატები“, ხოლო 14:00 საათზე „ქართული ოცნება“.

საქართველოს პარლამენტმა 4 სექტემბერს დაიწყო ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესი, რომელიც 8 სექტემბერს კენჭისყრით უნდა დასრულდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×