რეზონანსი
06.09.2019

 ყაბარდო-ბალყარეთის ქალაქ პრახლადნიში ფილმ “ჩიკი”-ს გადამღებ ჯგუფს ავტომატური იარაღიდან სროლა აუტეხეს. ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ადგილობრივმა მცხოვრებმა, მრავალსართულიანი სახლის მესამე სართულის ფანჯრიდან აუტეხა სროლა კინოგადამღები ჯგუფის ავტომობილს.

ფილმის რეჟისორ ედუარდ ოგანესიანი ამბობს, რომ მათ თავი სადარბაზოს შეაფარეს. დახლოებით თხუთმეტი გასროლიდან ავტომობილს ერთი ტყვია მოხვდა და არც თავად, არც მთავარი როლის შემსრულებელი ირინა გორბაჩოვა და არც მათთან ერთად მყოფი გადამღები ჯგუფის სხვა წევრები არ დაშავებულან.

ინციდენტის შემსწრე თვითმხილველების თქმით, თავდამსხმელი უყვიროდა გადამღები ჯგუფის წევრებს, რომ არ მისცემდა მათ საშუალებას მეძავებზე ფილმი ყაბარდო-ბალყარეთში გადაეღოთ.

ედუარდ ოგანესიანი ფილმს იღებს მოსკოველ მეძავებზე, რომელთაგან ერთ-ერთმა გადაწყვიტა დაბრუნდეს მშობლიურ ყაბარდო-ბალყარეთში და ოჯახს მოეხმაროს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×