რეზონანსი
06.09.2019

 ნაცმოძრაობის ცნობილი სახე და წევრი როლანდ ახალია მიიჩნევს, რომ პარტიის პოლიტიკური გუნდის ქმედებები არაადეკვატურია არსებულ მდგომარეობასთან მიმართებაში. მისი აზრით, იმის შიშით, რომ ვინმემ ერთიანობის დარღვევაში ბრალი არ დასდონ და მოღალატეობა არ დასწამონ, ხმას არ იღებენ, ამით კი უფრო დიდ ცოდვას ჩადიან.

ახალაია ვახტანგ სუხიაშვილის "ფეისბუქ" მიმართვას გამოეხმაურა, სადაც ენმ-ს წევრი წერს, რომ პარტია კრიზისშია და ამიტომ ხელმძღვანელობის გადადგომას ითხოვს.

"800 ათასი მხარდამჭერი ამომრჩევლის მიზანი და სურვილი ის კი არაა ვიღაცებმა რამოდენიმე ათეული მანდატი მოიპოვონ და თბილად მოკალათდნენ პარლამენტში, არამედ ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შეცვლაა. გაინძერით, ან თავი დაანებეთ მხარდამჭერთა  თქვენი კეთილდღეობისათვის გამოყენებას. მიმიფურთხებია თქვენი სადეპუტატო ბრძოლისთვის, როგორც ვატყობ მეტი თქვენ არაფერი გაინტერესებთ. თავიდან "სირცხვილის" აქციის ორგანიზატორებზე ვბრაზდებოდი ტრიბუნაზე, რომ არ გიშვებდნენ, მაგრამ მგონია ვცდებოდი, რადგან ბრძოლა და თავგანწირვა თქვენი მოწოდება არაა. თუ რამის შეცვლა გინდათ უნდა იბრძოლოთ და მიკროფონიც ბრძოლით უნდა მოიპოვოთ, მაგრამ თქვენ ბრძოლა არ გინდათ. თქვენი არაფრის მომტანი ბრიფინგები ყელში ამოუვიდა დამშეულ და გაუბედურებულ მზარდამჭრებს, რომელსაც ყოველდღე კარგავთ", - წერს როლანდ ახალაია საკუთარ "ფეისბუქ" გვერდზე.

espersona.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×