რეზონანსი
06.09.2019

 (რეზონანსი) თბილისის ზღვაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაშავდა სამი ადამიანი. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. ინფორმაციას „კვირა" ავრცელებს.

რა გახდა ავარიის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×