(რეზონანსი) პარლამენტში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიასა და მთავრობის შემადგენლობის შეხვედრა მიმდინარეობს ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობასთან".
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა რომან გოცირიძემ შეხვედრა ვიდეოშეკითხვით დაიწყო.
„ჩვენი შეკითხვა გვინდა დავიწყოთ ვიდეოშეკითხვით, რომელსაც ჩვენ ახლა აქ მოგასმენინებთ, რომელსაც თქვენ იხილავთ ეკრანზე და პასუხს ამ მწვავე შეკითხვაზე მოითხოვს დღეს ხალხი, მოითხოვს მთელი ქვეყანა. ჩვენ გვიყურებს საზოგადოება და საზოგადოებას აინტერესებს პასუხი, რატომ და ვინ არის დამნაშავე", - განაცხადა რომან გოცირიძემ.
ვიდეოში 20-21 ივნისის მოვლენებია ნაჩვენები.
შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას წარმოდგენილი მინისტრთა კაბინეტის ნდობის გამოცხადების პროცესი 4 სექტემბერს დაიწყო
ცნობისთვის, გახარიას განახლებული მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა ასეთია: იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი თეა წულუკიანი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატი ქეთევან ციხელაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი ვახტანგ გომელაური, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატი მაია ცქიტიშვილი, ფინანსთა მინისტრობის კანდიდატი ივანე მაჭავარიანი, ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი ნათია თურნავა და სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრობის კანდიდატი ლევან დავითაშვილი.