"პატრონყმურ სისტემაში, სადაც ხელისუფლებაში მყოფი "ოცნების" ყველა წევრი თავისი თავის "ხაზეინად" ივანიშვილს მიიჩნევს და თავი მიაჩნია ანგარიშვალდებულად არა ხალხის, არამედ ივანიშვილის წინაშე, ვინც გინდა დანიშნო მთავრობაში, ვერაფერს შეცვლის" - ასე ეხმაურება ექსპერტი პეტერ მამრაძე მთავრობაში განხორციელებულ ცვლილებებს.
"ალბათ უნდა გავიხსენოთ ივანიშვილის სიტყვები, როდესაც იგი პარტიის სათავეში კვლავ დაბრუნდა. თქვა, რომ მისი ბევრი თანაგუნდელი ამის წინააღმდეგი იყო, მაგრამ ხელი ვერ შეუშალეს მხოლოდ იმიტომ, რომ ამის რესურსი არ ეყოთ. ღარიბაშვილი და გახარია ნამდვილად არ იყვნენ ამ ბანაკიდან, რომლებსაც ივანიშვილის დაბრუნება არ უნდოდათ.
"რაც შეეხება ცვლილებებს, ნამდვილად მოხდა, არჩევნებამდე რჩება ერთი წელი და ივანიშვილი ცდილობს მთავრობაში მეტი ადამიანი იყოს, ვინც შეძლებს მოსახლეობისადმი "ოცნების" ნდობისა და პატივისცემის ამაღლებას და "ნაცებისათვის" სათანადო პასუხის გაცემას. ამ მხრით, პირველ რიგში მნიშვნელოვანი ფიგურაა გახარია და ღარიბაშვილი. გახარიამ თავის ტელეგამოსვლებით შეიძლება უფრო მეტი ნდობა დაიმსახუროს მოსახლეობაში. იგივე ღარიბაშვილის "ეროვნულობამ" შეიძლება ხელი შეუწყოს "ოცნების" განმტკიცებას და მისდამი პატივისა და ნდობის ამაღლებას.
"მაგრამ მართვის პატრონყმურ სისტემაში ეს ცვლილება მნიშვნელოვან ეფექტს ვერ მოახდენს, რადგან "ოცნებაში" მყოფი ყველა წევრი თავის უფროსად, ხეზეინად ივანიშვილს მიიჩნევს და თავი მიაჩნია ანგარიშვალდებულად არა ხალხის, არამედ ივანიშვილის წინაშე. ასეთი სისტემა კი ეფექტიანი ვერ იქნება, ვინც არ უნდა დაინიშნოს მთავრობაში.
"რაც შეეხება მთვრობისადმი ნდობის გამოცხადების საკითხს, "ოცნება" აუცილებლად ნდობას გამოუცხადებს ამ მთავრობასაც, რაიმე წინამღდეგობის ნიშნები არც ჩანს, ამიტომ მოსაზრება იმის თაოაბზე, რომ იმ შემთხვევაში თუ პარლამენტი მთავრობას ნდობას არ გამოუცხადებს, რიგგარეშე არჩევნები დანიშნება, თავიდანვე მცდარი მოსაზრებაა. გამოვრიცხავ, რომ ხელისუფლებას აწყობს რიგგარშე არჩევნები," - განაცხადა "რეზონანსთან" პეტრე მამრაძემ.