რეზონანსი
06.09.2019

 (რეზონანსი) პოლიტიკის ექსპერტი მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს გიორგი გახარიას ფრაზა "ნაციონალურ მოძრაობას დაასრულებს" არ უნდა ეთქვა.

"სჯობდა, რომ ასეთი ფრაზა არ ეთქვა. მეორე ნაწილში კი აბსოლუტურად ლოგიკურად განაცხადა, რომ მათ ძალისმიერ პოლიტიკას საზოგადოება დაასრულებს.

"ნაცმოძრაობა" დღემდე ვერც მიხვდა, რომ მათ მიერ დასმული შეკითხვები და შენიშვნები საზოგადოების გადამწყვეტ ნაწილში არ მუშაობს. ხალხი შეიძლება გაღიზიანებული და გაბრაზებული იყოს "ქართულ ოცნებაზე", მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი "ნაციონალური მოძრაობის" მომხრენი არიან",- განაცხადა მამუკა არეშიძემ „2020NEWS"-თან.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას განცხადებით, ის "ნაცმოძრაობას" დაასრულებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×