(რეზონანსი) ახალგაზდრა სამოქალაქო აქტივისტი შაკო კუჭაშვილი, პარლამენტში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას და „ევროპული საქართველოს" შეხვერდას ეხმაურება:
"ბოკერიას ვუსმენ ახლა პარლამენტში, როგორი შმაშუნით ლაპარაკობს. ახლა გამახსენდა, 2 კვირის წინ, ჩემი დიდი ბრძენი მეგობარი სულხან მოლაშვილის მამა თამაზ მოლაშვილი ვნახე, 2-3 საათის განმავლობაში ვსაუბრობდით, ყველაფერი გაიხსენა, როგორ მიუგზავნა ბოკერიამ კონტროლის პალატაში კაცი, რომ მოლაშვილისთვის ეთქვათ პრობლემები შეგექმნება, თუ არ გაჩერდებიო.
სუხან მოლაშვილი არ გაჩერდა! - ეს ყველამ ვიცით, ეს მაგარი კაცი აბსურდული ბრალდებებით დააკავეს. (იხ. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება)
საქართველოს ციხეებში მოლაშვილის ყველა უფლება დაირღვა, მას ულახავდნენ ღირსებას და აწამებდნენ სისტემატიურად, არაადამიურ მოპყრობაში მონაწილეობას იღებდა თავად ბოკერიაც.
ყველამ ვიცით რით დასრულსდა ეს ამბავი - სულხან მოლაშვილი პატიმრობიდან თავის დაღწევის შემდეგ, მალევე გარდაიცვალა! ხოდა ახლა მე - ახალგაზრდა ადამიანს, მიჩნდება კითხვა - რატომ უნდა ვუსმინო ბოკერიას პარლამენტში?", - წერს კუჭაშვილი ფეისბუქზე.
ცნობისთვის პარლამენტში პრემიერი მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია საპარლამენტო ფრაქციების: „ევროპული საქართველოს", „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის", „ევროპული საქართველო - რეგიონების" ხვდება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე