რეზონანსი
06.09.2019

 (რეზონანსი) გავრილოვმა მოისაქმა აი, აქ, საქართველოს პარლამენტში და პრეზიდენტის სასახლეში, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" წევრმა სერგო რატიანმა სხდომაზე განაცხადა, სადაც პრემიერობის და მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

რატიანმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს გიორგი გახარიას მიმართა და აღნიშნა, რომ მის მიერ წარდგენილი მინისტრთა კაბინეტი „საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო მინისტრთა კაბინეტია".

ასევე, რატიანმა აღნიშნა, რომ გიორგი გახარიას კარიერა ორ ნაწილად იყოფა - 20 ივნისამდე და 20 ივნისის შემდეგ.

„ეს ადამიანი შეუშვით პრეზიდენტის სასახლეში. ასევე ამ ადამიანმა მოისაქმა აი, აქ, საქართველოს პარლამენტში და პრეზიდენტის სასახლეში. ჩვენ რომ არ ვყოფილიყავით, ისე წავიდოდა, შეიძლება ღვინოები გაგეტანებინათ, ან შეიძლება გაატანეთ კიდეც. იმის ნაცვლად, რომ კობახიძე დროულად გათავისუფლებულიყო, გამოიყვანეთ ჯარი და შემდეგ იყო ძალადობა. ეს არის ყველაზე სამარცხვინო მინისტრთა კაბინეტი, რომელიც კი იყო აქამდე. რადგან თქვენ ხართ ადამიანები, ვისაც ესალმება კონკრეტულად გავრილოვი და ოკუპანტები", - განაცხადა რატიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×