ია აბულაშვილი
06.09.2019

 "გახარიას დანიშვნით და ღარიბაშვილის მობრუნებით ივანიშვილი ცდილობს ძალოვანი სტრუქტურების მეშვეობით არჩევნებში გამარჯვების მოპოვებას, აიღოს 50%-ზე მეტი, მაგრამ ეს შეუძლებელია, როცა ხალხი მხარს არ გიჭერს" - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი დავით ზურაბიშვილი სამთავრობო ცვლილებებს.

"ივანიშვილი დაუპირისპირდა არა მხოლოდ თავის ოპონენტებს, არამედ მთელს საზოგადოებას. იგი ცდილობს საარჩევნოდ მეტი პოლარიზაცია მოახდინოს და სიტუაცია დაძაბოს. წარმოაჩინოს ან ბიძინა ან სააკაშვილი და ამ ორ ბანაკს შორის ითამაშოს. ისიც კარგად იცის, რომ მხოლოდ ეს არ კმარა, "ნაციონალები" მობრუნდებიან და სააკაშვილი მოდისო, ამიტომ გახარიას დანიშვნით, ღარიბაშვილის მობრუნებით და შსს-ში გომელაურის გამწესებით, ანუ ძალოვანი სტრუქტურების მეშვეობით ცდილობს არჩევნებში გამარჯვების მოპოვებას და 50%-ზე მეტის აღებას. არანაირ კოალიციურ მთავრობაზე ის არ ფიქრობს; არ ვამბობ, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემით არჩევნები არ ჩატარდება, ან ვადამდელი არჩევნები დაინიშნება, მაგრამ აქვს მცდელობა არჩევნებში ეს შედეგი დადოს, რაც შეუძლებელია, როცა ლეგიტიმაცია არ გაქვს. მაშინ დიქტატურა უნდა დამყარდეს და ვერც მე და თქვენ ვისაუბრებთ ასე და თუ რამეს ვიტყვი საწინააღმდეგოს, დამიჭერენ.

რაც შეეხება ოპოზიციას და მათ მიერ დაანონსებულ საპროტეტსო აქციებს, რა თქმა უნდა 20 სექტემებრის საპროტეტსო აქციით მთავრობა არ შეიცლება, მაგრამ ეს აქცია უნდა იყოს ფართომასშტაბიანი, რომელიც იქნება ხელისუფლებისთვის გაფრთხილება. ოპოზიციაში უნდა მოხდეს კონსოლიდაცია, იმედია არც საერთაშორისო საზოგადოება მისცემს საშუალებას ივანიშვილს თავზე ხელი აიღოს, დანარჩენი კი ხალხის გადასაწყვტია. ასე რომ, უმძიმესი წელი გველოდება. ივანიშვილი ცდილობს ყველაფერი გააკონტროლოს - მთავრობა, მასმედია და ა.შ. სააკაშვილის ხელშიც იყო ყველაფერი, მაგრამ ვერაფერს გახდები როცა ხალხი მხარს არ გიჭერს," - განაცხადა "რეზონანსთან" დავით ზურაბიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×