რეზონანსი
07.09.2019

 "ფეისბუქის"  დიზაინი რადიკალურად იცვლება. ამის შესახებ კომპანიის წარმომადგენლებმა სპეციალურად გამართულ კონფერენციაზე განაცხადეს. მომხმარებლის ნაწილმა განახლებული დიზაინი უკვე მიიღო. 

ახალი დიზაინის მთავარი მახასიათებელი გამარტივებული ნავიგაცია და სასურველი ფუნქციების ადვილად პოვნაა. ასევე, გადიდებული იქნება შრიფტები და დიზაინის ენაც.

 საგულისხმოა, რომ ცვლილებების შემდეგ გვერდის დესკტოპ ვერესია და Facebook-ის აპლიკაცია საგრძნობლად დაემსგავსება ერთმანეთს. შეტყობინებების, მესენჯერის, ვიდეოების და საკუთარი პროფილის ღილაკები ამიერიდან News Feed-ის ზემოთ იქნება, რაც მობილურ ვერსიასთან თანხვედრაში იქნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×