რეზონანსი
07.09.2019

 „პატრიოტთა ალიანსის“ წევრის, ემზარ კვიციანის განცხადებით, მოსკოვიდან თბილისში ჩამოსვლაში მამიდაშვილის დაქალი დაეხმარა.

მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის დამსახურებაა, რომ ის დღეს პარლამენტში ზის და არა ციხეში. 

„მე ფაქტიურად რუსეთიდან გამოვიქეცი, ანუ დეპორტაციით წამოვედი. დამეხმარნენ კეთილი ადამიანები. პირდაპირ შემიძლია სახელი და გვარი ვთქვა. ეს ქალბატონი მასკალკოვაა, ჩემი მამიდაშვილის დაქალი. ის დამეხმარა. რუსეთი არ მიშვებდა და თქვენ აქ არ მიღებდით. ირაკლი ღარიბაშვილის დამსახურებაა, რომ ჩემი ოჯახი, რომელიც ქუჩაში იყო დარჩენილი, ჩვენს ბინაში შეასახლა და მისი დამსახურებაა, რომ დღეს აქ ვზივარ და არა ციხეში,“ - განცხადა კვიცინმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×