რეზონანსი
07.09.2019

  ავიარესზე „მანჩესტერი-ალიკანტე" მგზავრებს გაფრენამდე რამდენიმე წუთით ადრე უთხრეს, რომ მათი რეისი გადაიდო, რადგან პილოტი სამსახურში არ გამოცხადდა. სალონში მყოფი მგზავრებიდან ერთ-ერთმა სურვილი გამოთქვა, რომ პილოტის მოვალეობას ის შეასრულებდა, რადგან საამისო გამოცდილება ჰქონდა. ავიაკომპანიის წარმომადგენლებმა მგზავრს ამის საშუალება მისცეს. ინფორმაციას The Mirror-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, უჩვეულო მგზვარი დიპლომირებული, სერთიფიცირებული და საკმაოდ გამოცდილი პილოტი იყო და ის იმ დროს შვებულებაში იმყოფებოდა.

საგულდაგულო შემოწმების შემდეგ მგზავრს თვითმფრინავის მართვის უფლება მისცეს. სალონში ამ დროს მისი მეუღლე და ვაჟიც იმყოფებოდნენ.

ავიაკომპანიის ხელმძღვანელობამ მოხალისე მგზვარს მადლობა გადაუხადა დახმარებისთვის და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ფრენის უფლება მხოლოდ საგულდაგულო შემოწმების შემდეგ გასცეს.

წყარო: პრაიმტაიმი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×