უახლოეს დღეებში საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.
8 და 9 სექტემბერს, დასავლეთშიც და აღმოსავლეთშიც ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი.
აღმოსავლეთ საქართველოში ძირითადად ნალექიანი ამინდი იქნება, მაგრამ 11 სექტემბრიდა გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა +16, +20 გრადუსია მოსალოდნელი.
დასავლეთ საქართველოში ძირითადად უნალექო ამინდებია. ჰაერის ტემპერატურა +17, +25 გრადუსია მოსალოდნელი.
რაც შეეხება დედაქალაქს, ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, მაგრამ 10 სექტემბერს გამოიდარებს.
ჰაერის ტემპერატურა +14, +22 გრადუსი დაფიქსირდება.
წყარო: პრაიმტაიმი