თამარ შუკვანი
07.09.2019

 ქართველი „კანონიერი ქურდები" აზერბაიჯანის მთავარ კრიმინალურ ავტორიტეტს დაუპირისპირდნენ, რაც შესაძლოა კრიმინალურ სამყაროში სრულმასშტაბიანი „ქურდების ომის" საფუძველი გახდეს. რუსული გამოცემა „პრაიმ კარიმის" ცნობით, ყველაფერი დამოკიდებული იქნება „ქურდული შეკრების" შედეგებზე, რომლის დრო და ადგილიც ჯერჯერობით უცნობია.

უფრო კონკრეტულად კი საუბარია რუსეთის კრიმინალური სამყაროს აღიარებული ლიდერის, ზაქარია კალაშოვის (შაქრო მალადოი) ერთგვარ მემკვიდრე, კანონიერ ქურდ ბადრი კოღუაშვილს (ბადრი კუტაისსკი) და ზერბაიჯანის მთავარ კრიმინალურ ავტორიტეტს, კანონერ ქურდ ნადირ სალიფოვს (გული) შორის დაწყებულ დაპირისპირებაზე. 2 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ კოღუაშვილმა სალიფოვისათვის „ქურდის" სტატუსის ჩამოსართმევად საგანგებო „ქურდული შეკრება" (ე.წ. სხოდკა) მოიწვია.

დაპირისპირების მიზეზი 26 აგვისტოს თურქეთში მომხდარი ინციდენტი გახდა. მაშინ კრიმინალური ავტორიტეტების შეხვედრაზე სალიფოვის დაჯგუფების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ეროვნებით ყაზახმა არმან ჯუმაგელდიევმა (ველური არმანი) გალახა ქართველი „კანონიერი ქურდი" გურამ ჩიხლაძე (კვეჟოევიჩი), რადგანაც, მისი აზრით, იგი სალიფოვის თანდასწრებით ზედმეტად თამამად იქცეოდა.

რუსული გამოცემების ცნობით, კოღუაშვილი მიიჩნევს, რომ სალიფოვმა „ქურდული კოდექსი" დაარღვია, როდესაც მისი თანდასწრებით სხვა „ქურდის" ცემა დაუშვა და მისთვის სტატუსის შეჩერებას ითხოვს. ამავე პოზიციაზეა თავად ზაქარია კალაშოვი, რომელმაც, რუსული გამოცემების ნცნობით, კობახიძის ცემა პირადად მისთვის სილის გაწვნად აღიქვა.

ეს ინციდენტი კოღუაშვილის მიერ მოწვეულმა „ქურდულმა შეკრებამ" უნდა განიხილოს.

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი 26 აგვისტოს თურქეთში გამართული „ქურდული შეკრებიდან" - აზერბაიჯანის მთავარი კრიმინალური ავტორიტეტის ინიციატივით, „ქურდის" სტატუსი დაუბრუნეს ეროვნებით სომეხ არმან ჯანინიანს (კალუჟსკი), რომელმაც ეს „სტატუსი" 1999 წელს დაკარგა. ჯანინიანისთვის „ქურდის" სტატუსის დაბრუნებას მხარი დაუჭირა სამმა „ქურდმა" - თავად სალიფოვმა, იური უსოიანმა (ლაზარევსკი) და ოთარ ტოტოჩიამ (ბატია).

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×