რეზონანსი
07.09.2019

  ფორსაჟი 9-ს გადამღები ჯგუფი იღებს ვალდებულებას, ქალაქებში თბილისსა და რუსთავში ფილმის გადაღებების გამო, გადასაღები მოედნების მიმდებარე ტერიტორიებზე მდებარე დროებით დაკეტილ სავაჭრო ობიექტებს კომპენსაცია გადაუხადოს. ცნობილია, რომ თითო გაცდენილ დღეზე ასეთი ობიექტები „UNIVERSAL PICTURES"-სგან 800 ლარს მიიღებენ.

კომპენსაციას ის ბიზნეს სუბიექტები მიიღებენ, რომლებიც იმ ტერიტორიაზე მდებარეობს, სადაც გადაღებების გამო მოძრაობა დაიკეტა. მათ გადამღებ ჯგუფთან შეთანხმება უკვე გააფორმეს.

თბილისში „ფორსაჟი 9-ის (Fast and Fourious) გადაღებები მიმდინარეობს. გადაღებები საქართველოში 19 აგვისტოდან 20 სექტემბრამდე გაგრძელდება. „Fast and Furious 9" ეკრანებზე 2020 წლის 20 მაისს გამოვა.

წყარო: intermedia.ge

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×