(რეზონანსი) ენმ ხვალ პარლამენტის სხდომას დაესწრება, ამის შესახებ რომან გოცირიძე აცხადებას.
"გადავწყვიტეთ, რომ ხვალ დავესწროთ პარლამენტის სხდომას, რათა კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ხალხს, თუ რატომ არ შეიძლება ამ მთავრობის და თანაც, ამ შემადგენლობით დამტკიცება.
დღეს თუ ვინმე უსმენდა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ყველამ კარგად იგრძნო, თუ რა დიდი სიცრუის კორიანტელი დააყენა.
მარტო ერთი მისი სასაცილო მონათხრობი რად ღირს – თურმე იმ ცხრა წელიწადში ლარი იმიტომ იყო მყარი, რომ საგარეო ვალებით ამყარებდნენო. არადა, საგარეო ვალის მოცულობა განისაზღვრება მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში და იმ დროს მშპ-სთან მიმართებაში სახელმწიფო ვალი გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე დღეს“, – აცხადებს რომან გოცირიძე.