რეზონანსი
08.09.2019

 (რეზონანსი) გავრცელებული ინფორმაციით, დღევანდელ პლენარულ სხდომას, სადაც მთავრობის ახალ შემადგენლობას უსმენენ, „ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა მელია დაესწრება.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას, ასევე მასში მონაწილეობას გულისხმობს, რასაც თან ახლავს ძალადობა, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელზე თავდასხმა და მისთვის წინააღმდეგობის გაწევას.

მელიას ბრალი 20-21 ივნისის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში წარუდგინეს და სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×