რეზონანსი
08.09.2019

 (რეზონანსი) აქცია „სირცხვილიას" ერთ-ერთი ორგანიზატორის, გიგა მაქარაშვილის განცხადებით, „პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატმა ემზარ კვიციანმა აქციის მონაწილეებს რამდენჯერმე ხელი დაარტყა.

როგორც მაქარაშვილმა აღნიშნა, დეპუტატი ასევე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა აქციის მონაწილეებს.

„აქციის მონაწილეებს, რომლებსაც არავითარი ქმედება არ ჩაუდენიათ, რამდენჯერმე დაარტყა ხელი, იქამდე მთელი 20 წუთი გვაგინებდა. მხოლოდ მას შემდეგ გაიყვანეს, გაარიდეს აქაურობას კვიციანი, რაც პოლიციის უფროსი მოვიდა, რომლისგანაც მივიღეთ დაპირება, რომ ძალიან მალე შეისწავლიან საქმეს. შესასწავლი არაფერი არ არის, პოლიციის ბიჭებს რომ ჰკითხოთ, ყველამ დაინახა, რაც მოხდა. 100-ზე მეტი პოლიციელი ხედავდა, რაც მოხდა. თუ ეს საქმე ძალიან, ძალიან სწრაფად არ იქნება გამოძიებული და ემზარ კვიციანი არ აგებს პასუხს, მაშინ მე პირადად ვიტოვებ უფლებას, რომ ამ პოლიციას, ამ შემადგენლობით პატივი აღარ ვცე", - განაცხადა მაქარაშვილმა.

ცოტა ხნის წინ პარლამენტის შენობასთან დაპირისპირება იყო. დაპირისპირება დეპუტატ ემზარ კვიციანსა და აქცია „სირცხვილიას" მონაწილეებს შორის პარლამენტის შენობის წინ მას შემდეგ მოხდა, რაც კვიციანი აქციის მონაწილეებთან მივიდა.

მომიტინგეებმა მას „რუსეთის მონა" და მოღალატე ეძახეს. მათ შორის იყო ფიზიკური დაპირისპირებაც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×