რეზონანსი
08.09.2019

 (რეზონანსი) მე ექვსი წელია, სხვადასხვა სახით ვარ ამ მთავრობაში და არასდროს მიხსენებია ცხრა წელი, არასოდეს, ეს მომიწია გუშინ თუ გუშინწინ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

„ცხრა წელი არ მიხსენებია სხვადასხვა მიზეზის გამო, რადგან იყო კოჰაბიტაცია, რასაც ჩვენც სხვანაირად აღვიქვამთ, თუმცა პოლიტიკურ კულტურაში სულ სხვა რაღაცას ნიშნავს. სხვადახვა პოლიტიკური ორიენტაციის ძალების ხელისუფლებაში ერთდროულ ყოფნას და საერთოდ არ ნიშნავს შერიგებას, თუმცა როცა ვიღებთ გადაწყვეტილებას და ვამბობთ, ჩვენ ძირითად ინსტრუმენტად და იარაღად უნდა გავიხადოთ სიმართლე, მარტივად გეტყვით რატომ - ეს არის ჩემი სუბიექტური აზრი, რომელიც ამ ტრიბუნიდან აუცილებლად მინდა ვთქვა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×