„პოლიცია დეპუტატს ვერ დააკავებდა, მას იცავს საკონსტიტუციო იმუნიტეტი. ჯერ უნდა აღიძრას საქმე და დაიწყოს გამოძიება, შემდეგ პროკურატურა შუამდგომლობით მიმართავს პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ საქმე აღიძრა ამა და ამ მუხლით. ეს არის კნონით განსაზღვრული“, - ასე ეხმიანება უფლებადამცველი ლია მცხაშავრია პარლამენტის შენობის წინ მომხდარ ინციდენტს.
აქციის მონაწილეებსა და დეპუტატ ემზარ კვიციანს შორის პარლამენტთან დაპირისპირება მოხდა. აქციის მოაწილეების თქმით, ემზარ კვიციანმა მათ სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენა და ფიზიკურად გაუსწორდა. მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრები ემზარ კვიციანის დაპატიმრებას ითხოვდნენ და სკანდირებენ „დააკავეთ კანონდამრღვევი დეპუტატი“.
„პოლიციას არ აქვს უფლება დააკავოს დეპუტატი, მას საკონსტიტუციო იმუნიტეტი იცავს. ამიტომ ჯერ უნდა აღიძრას საქმე და დაიწყოს გამოძიება, შემდეგ პროკურატურა შუამდგომდლობით მიმართავს პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ აღიძრა საქმე ამა და ამ მუხლით. ეს არის კანონით განსაზღვრული. სხვაგვარად დეპუტატის დაკავება ვერ მოხდება.
„რა სახის ინციდენტი მოხდა პარლამენტის წინ, არ ვიცი, მაგრამ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ივანიშვილს თავად აწყობს ეს არეულობა. მან დაინახა რა განწყობაა საზოგადოებაში და უკვე თავისთვის მოინიშნა. რა ხასიათზე დადგება, არ ვიცით. შეიძლება დაითხოვოს პარლამენტიც, მთავრობაც და დანიშნოს ვადამდელი არჩევნები", - განაცხადა "რეზონანსთან" ლია მუხაშავრიამ.