რეზონანსი
08.09.2019

 (რეზონანსი) „რა გჭირთ, ხალხნო, ხუმრობით გეტყვით, არ გეწყინოთ. ვამპირები ხართ? მონსტრებისა და აჩრდილების გამოსვლის დროს რომ იკვებებით და ენერგია გემატებათ? ამაზე ხარჯავთ ენერგიას, შეძახილებს? "- ასე მიმართა „პატრიოტთა ალიანსის" წევრმა ადა მარშანიამ პარლამენტის წევრებს „ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ნიკა მელიას გამოსვლის დასრულების შემდეგ.

მარშანიას განცხადებით, ოპოზიცია და მთავრობა ერთმანეთს ასაზრდოებენ და სიცოცხლეს უხანგრძლივებენ:

„თქვენ ერთმანეთს ასაზრდოებთ და ასეთი ოპოზიცია ჰყავს უვარგის ხელისუფლებას. არ უნდა ეკადრებოდეს პატრიოტს, მებრძოლს, სახელმწიფოებრივად მოაზროვნეს, პატიოსან, ჭკვიან ხელისუფლებას ასეთი ოპოზიცია, არ უნდა სჭირდებოდეს ასეთი ოპოზიცია. თქვენ ეს ხალხი გჭირდებათ. ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რატომ არ ვაძლევთ ჩვენს ხმას მომავალ მთავრობის შემადგენლობას, რომელიც რა თქმა უნდა, იქნება დამტკიცებული, ამაში ეჭვი არ გვეპარება. მთავრობის დამტკიცებაში ჩვენ მონაწილეობას ცხადია, ვერ და არ მივიღებთ", - განაცხადა ადა მარშანიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×