(რეზონანსი) ფოთში მაცხოვრებელმა 20 წლის გიორგი გუჯაბიძემ თვითმკვლელობა სცადა. შემთხვევა გუშინ მოხდა.
ის ამჟამად, უმძიმეს მდგომარეობაში ქუთაისის საავადმყოფოშია მოთავსებული.
„ოჯახის ტრაგედია ამით არ დასრულებულა. გიორგის ძმა პოლონეთში ემიგრაციაში იმყოფებოდა, ძმის შესახებ ამბავი რომ გაიგო, მაღალსართულიანი კორპუსიდან გადახტა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შემზარავი ამბავი მოხდა, ენით აუწერელი და გაუგონარი", - უთხრა „პრაიმტაიმს" ოჯახის ახლობელმა.
თვითმკვლელობის მიზეზს ოჯახის ახლობლები ვერ ასახელებენ.
სუიციდის ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
რაც შეეხება გიგი გუჯაბიძის გადმოსვენების საკითხს. საკონსულოში ამბობენ, რომ გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან მუდმივ კავშირზე არიან, ხოლო ცხედარს საქართველოში შესაბამისი პროცესურების დასრულების შემდეგ გადმოასვენებენ.
(პრაიმტაიმი)