რეზონანსი
08.09.2019

 (რეზონანსი) საპატრულო პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძის განმარტებით, პარლამენტის წინ სამივე პირი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული. ამის შესახებ ვაჟა სირაძემ „ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

მისივე თქმით, მოქალაქეთა ჯგუფი აგრესიულობით გამოირჩეოდნენ და არ ემორჩილებოდნენ სამართალდამცველთა მოთხოვნებს.

„იყო კონფლიქტური სიტუაცია აქციის მონაწილეეს შორის. მოვიდა მოქალაქეთა ჯგუფი, რომლებიც გამოირჩეოდნენ აგრესიულობით, არ დაემორჩილნენ პოლიციას და მოხდა ადმინისტრაციული წესით დაკავება", - აღნიშნა ვაჟა სირაძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×