რეზონანსი
08.09.2019

  (რეზონანსი) რუსეთის სახელმწიფო კომუნიკაციების მაკონტროლებელი ორგანოს "როსკომნადზორის" განცხადებით, უწყების მოწოდების მიუხედავად, Google-მა და Facebook-მა რუსეთის რეგიონული არჩევნების დღეს პოლიტიკური რეკლამის განთავსება დაუშვა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

"როსკომნადზორის" ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ასეთი ქმედებები შეიძლება განხილულ იქნეს როგორც რუსეთის სუვერენულ საქმესა და დემოკრატიულ არჩევნებში ჩარევა.

Reuters-ის ცნობით, Google-ს და Facebook-ს ამასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

დღეს რუსეთში, მათ შორის მოსკოვში რეგიონული არჩევნები გაიმართა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×