რეზონანსი
09.09.2019

 (რეზონანსი) „რუსთავი 2"-ის ფეისბუქგვერდზე ნიკა გვარამიას ტელევიზიის, „მთავარი არხის" ერთ-ერთი ფეისბუქგვერდიდან ნიუსი გამოქვეყნდა. "ყველა ახალი ამბავი, ყველა ექსკლუზივი ნახეთ ამ გვერდზე „mtavari news", - ეწერა პოსტზე.

როგორც On.ge-ს მთავარი არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ნოდარ მელაძემ განუცხადა ორივე არხის ფეისბუქგვერდს ერთი ადამიანი მართავდა და გაზიარებისას შეცდომა დაუშვა. ამ მომენტისთვის პოსტი აღარ იძებნება.

მთავარი არხი რუსთავი 2-დან გათავისუფლებული დირექტორის, ნიკა გვარამიას დაარსებული ტელევიზიაა, სადაც ამავე არხიდან გამოშვებული და წამოსული ჟურნალისტები მუშაობენ. მთავარი არხი ეთერში დღეს, 9 სექტემბერს, 9 საათზე გავა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×