(რეზონანსი) ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტი შაკო კუჭაშვილი, მოძრაობა „სირცხვილიაზე" ფეისბუქზე შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:
„აუცილებლად წასაკითხია და დროა, ამაზე განვაახლოთ დისკუსიაა. საპრეზიდენტო არჩევნებისას შეიქმნა მოძრაობა "არა ნაციზმს", რომლის წარმომადგენელი გახლდათ თქვენი მონამორჩილიც. მაშინ, პარტიულმა რ2-მა ათობით რეპორტაჟი გააკეთა იმის ძიებაში, თუ ვინ იყო ჩვენი ძირითადი დამფინანსებელი (არადა უბრალო ხალხი და მიშასგან გამწარებული ბიზნესი გვედგა მხარში).
მაშინ, ჩვენზე აქტიურად საუბრობდნენ გიგაური,სალაძე და სხვა ნაც.მოძრაობასთან აფილირებული არასამთავრობო ორგანიზაციები - ამბობდნენ "ოცნების შავი სალაროს" ნაწილი ხართო. და რატო გიყვებით ახლა ამ ამბავს - დღეს, ეს მარგინალები, მართლა სამარცხვინო მოძრაობა "სირცხვილია" ვისგან ფინანსდება ვიცით?
ეს ვაიპატრიოტი დეზერტირები რატომ არ არიან ღიაობის მომხრენი? ან სად არიან ჩვენი "სახელოვანი" არასამთავრობო ორგანიზაციები? სად არის გიგაური, სალაძე ან თუნდაც ბენიძე? ეს ხალხი იმ ფონზე არ იღებს ხმას, როცა მხოლოდ მონიტორი, რომელიც "აქციაზე" დგას დღეში 11ათასი ღირს
ან ვის ჯერა, რომ მშვილდაძე და გეგუჩაძე უფულოდ ჭიჭყინებენ იქ. მოდი ასე გეტყვით სამარცხვინო ნაც.ანასხლეტებო, ჩერგონავტებო და ფარულო რუსეთუმეებო - გამოდით, ღიად თქვით ძებნილი კეზერა გვაფინანსებს, თავისი იარაღის წარმოებით ნაშოვნი ფულითო, მაგრამ მაგის ტრა*იც არ გაქვთ დეზინფორმატორო სი***ბო", - წერს კუჭაშვილი ფეისბუქზე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე