თამთა ჩაჩანიძე
09.09.2019

 მთავრობას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს, 8 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა ყოფილ შს მინისტრის გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მინისტრთა კაბინეტს და მისივე წარდენილ სამთავრობო პროგრამას, (98 დეპუტატი) ერთხმად დაუჭირა მხარი. აღსანიშნავია, რომ მინისტრთა კაბინეტის ნდობის გამოცხადებას კატეგორიულად გაემიჯნნენ და კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს "ნაციონალურმა მოძრაობამ", "ევროპულმა საქართველომ" და "პატრიოტთა ალიანსმა".

„ფაქტობრივად მინისტრთა კაბინეტი არ შეიცვალა, მგონია, რომ ეს არ შეცვლაც არჩევნებისთვის გადადგმული ნაბიჯი იყო, ვინაიდან კაბინეტი საფუძვლიანად, რომ შეცვლილიყო, ალბათ ეს უფრო შორს გამიზნულ გეგმების შემუშავებას მოითხოვდა, ამ კაბინეტს ამ სიშორის გეგმები ვერ ექნება,ვინაიდან ის ერთი წელი იმუშავებს."-ასე ეხმიანება „რეზონანსთან" პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებას და მათ სამომავლო გეგმებს.

„ერთ-ერთი პირველი, რაც თვალშისაცემია, არის ის, რომ ამ ეტაპზე გიორგი გახარიაც და მინისტრთა კაბინეტიც „ნაციონალური მოძრაობის" დესტრუქციული ნაბიჯების მიმართ უფრო შეურიგებლები არიან,ისინი ხაზს უსვამენ სწორედ ამ კონკრეტულ ნაბიჯებს.

„გახარიამ რამდენიმეჯერ აღნიშნა, მაგალითად ის, თუ როგორ მოექცნენ მას „ნაციონალები" და „ევროპული საქართველო", ფრაქციებში საპარლამენტო დიალოგის დროს, საპარლამენტო სტილის ეს დარღვევა, რომ მას აქტიურად ლაპარაკის საშუალება არ ჰქონდა, ამან რამდენიმეჯერ გაიჟღერა გახარიას გამოსვლებში, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ სტილის პოლიტიკურ ბრძოლას, ესენი ასე ადვილად არ შეეგუებიან, როგორც ადრე ეგუებოდნენ.

„მინისტრთა კაბინეტი ვერ შეეგუება იმ ნაბიჯებს, რომლებიც სახელწიფო საბილურობას საფრთხეს შეუქმნის, ეს შეუგუებლობა ბუნებრივია, იმიტომ, რომ ამ კაბინეტის უპირველესი ამოცანაა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე სტაბილურ მდგომარეობაში ამყოფოს ქვეყანა."-ამბობს პოლიტოლოგი.

პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ მომავალში გახარია მინისტრებს არ შეცვლის და არც ახალი სახეები მოვლენ, რადგან ამის გაკეთება ყველაზე იოლად ამ ეტაპზე შეეძლო.

„რომელ მინისტრებს დატოვებს, რომლებს შეცვლის, ან მოვლენ თუ არა ახალი სახეები, ამ ეტაპზე ამის თქმა მიჭირს, (ალბათ გახარიასაც უჭირს ამ ეტაპზე) მეეჭვება, რომ კაბინეტი შეიცვალოს, რადგან ახლა იყო მინისტრთა კაბინეტის წევრების შეცვლის ყველაზე იოლი პირობა და ცვლილება ფაქტიურად არ მოჰყვა, მეეჭვება, რომ გახარიამ სამომავლოდ ეს რთული გადაწყვეტილება მიიღოს.

„ფაქტიურად, მინისტრთა კაბინეტი არ შეიცვალა, მგონია, რომ ეს არ შეცვლაც არჩევნებისთვის გადადგმული ნაბიჯი იყო, ვინაიდან კაბინეტი საფუძვლიანად რომ შეცვლილიყო, ალბათ ეს უფრო შორს გამიზნული გეგმების შემუშავებას მოითხოვდა, ამ კაბინეტს ამ სიშორის გეგმები ვერ ექნება, ის ერთი წელი იმუშავებს.

„გიორგი გახარიას პრემიერობას განმასხვავებელი ის ნიშანი ექნება, რაც დღესაც მას მკაფიოდ გამოჰყოფს არსებული მინისტრთა კაბინეტისგან, ეს არის პოლიტიკური ხაზი. მას აქვს პოლიტიკური დებატებისა და ამ დებატებში მონაწილეობის უნარი, უნარი უნარად აქვს და რაც მთავარია, კიდევ აქვს სურვილი იმის, რომ (როგორც თვითონაც ხაზი მკაფიოდ გაუსვა), პოლიტიკური მხარე „ნაციონალური მოძრაობა" მისთვის აღქმულია, როგორც მეტოქე, რომელიც პოლიტიკურ ბრძოლაში უნდა დაამარცხოს. მგონია, რომ ეს ელემენტი წამყვანი იქნება ამ შემთხვევაში" -ამბობს იგი.

კითხვაზე, მოასწრებს თუ არა გახარია, რომ ერთ წელიწადში ქვეყნისთვის სასიკეთო ცვლილებები განახორციელოს, პოლიტოლოგმა გვიპასუხა: "ამ ერთ წელში ქვეყნისთვის სასიკეთო ცვლილებებში თუ პოლიტიკური და ადმინისტრაციული სისტემების სტაბილიზაციას ვიგულისხმებთ, ამისთვის ერთი წელი საკმარისი იქნება", - განაცხადა საყვარელიძემ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიას მიერ წარმოდგენილ მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ ორი ცვლილებაა, თავდაცვის მინისტრად ყოფილი პრემიერ-მინისტრი, „ქართული ოცნების" პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრად კი ვახტანგ გომელაური, რომელიც მანამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობდა.

3 სექტემბერს, პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია წარადგინა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×