ია აბულაშვილი
09.09.2019

 იუსტიციის საბჭოს მიერ პარლამენტში გადაგზავნილი მოსამართლეობის კანდიდატთა ახალი 20-კაციანი სია შეიძლება "ოცნებაში" ახალი სკანდალის მიზეზი გახდეს და რამდენიმე დეპუტატმა პროტესტის ნიშნად უმრავლესობა დატოვოს.

"ოცნების" ყოფილი დეპუტატი დავთი ჭიჭინაძე "რეზონანსთან" ადასტურებს, რომ აქვს ინფორმაცია იმის თაოაბზე, რომ დეპუტეტები, რომლებმაც პარლამენტში უზენაესი სასმართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიას გაეცნენ, აპირებენ პროტესტის ნიშნად დატოვონ უმრავლესობა, თუმცა მათ ვინაობას კოლეგიალობის გამო ვერ დაასახელებს.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატის ვინაობა.

"არა მგონია, რომ უღირსი მოსამართლეების დანიშვნა მისაღები იყოს იმ დეპუტატებისთვის, რომლებიც პასუხისმგებლობას გრძნობენ საკუთარი ამომრჩევლის წინაშე, "ქართული ოცნებისთვის" კი მოსახლეობის მოთხოვნები მნიშვნელოვანი არ არის.

"ამიტომ, გამორიცხული არ არის, რომ "ქართული ოცნების" დეპუტატების გარკვეულმა ნაწილმა ხმა არ მისცეს კლანის დამტკიცებას, ეს მათი განაცხადებებიდანაც ჩანს, არ მალავენ და თავის პოზიციას ღიად გამოხატავენ. ვინ არიან ეს დეპუტატები მათ ვინაობას ვერ დაგისახელებთ კოლეგიალობიდან გამომდინარე"- განაცხადა "რეზონანსთან" დავით ჭიჭნაძემ.

უმრავლესობის დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის თქმით, დაუჭერენ თუ არა მხარს დეპუტატები კანდიდატთა ამ სიას, ეს მათი გადასაწყვეტია და არანაირი ზეწოლა ამ საკითხთან მიმართებაში არ არსებობს.

"რა თქმა უნდა ზოგიერთ დეპუტატას შეიძლება აქვს განსხვავებული მოსაზრება ამ საკითხთან მიმართებაში და ამიტომაც თავიდანვე იყო პარტიის თავმჯდომარესთან საუბარი იმაზე, რომ თითოეულ კანდიდატთან მიმართებაში დეპუტეტების მხრიდან იქნებოდა ინდივიდუალური მხარდაჭერა.

"აქ სხვა კითხვები არ არსებობს, მაგრამ, თუ ვინმეს სხვა სტარეტგიული გეგმები აქვს სამომავალოდ, რადგან არჩევნები მოდის, ეს მათი საქმეა"- განაცხადა "რეზონანსთან" დიმიტრი ხუნდაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×