რეზონანსი
09.09.2019

 (რეზონანსი) რეგიონალურ ყოველკვირეულ გაზეთ "გურიის მოამბეს" რედაქტორს, თეა იოსელიანს, სოციალური ქსელებით შვილების ლიკვიდაციას გამოძიებისათვის ჯერჯერობით დაუდგენელი პირი უკვე 10 დღეა ემუქრება.

„მალე მოესწრები შენი შვილების სიკვდილს, მე დაგიხოცავ" - „გურიის მოამბის" რედაქტორს, თეა იოსელიანს ამ შინაარსის მუქარის შემცველი შეტყობინება ფეისბუკის საშუალებით გამოუგზავნეს.

"გურიის მოამბე"-ს რედაქტორი გარკვეულ მუქარებს, იმ შემთხვევაში, თუ ის არ შეწყვეტდა კრიტიკული სტატიების გამოქვეყნებას, ადრეც განიცდიდა, თუმცა შვილების ფიზიკური ლიკვიდაციის მუქარას ადგილი პირველად ჰქონდა.

„წერილი 28 აგვისტოს აქვს გამოგზავნილი ჩემთვის უცნობ პიროვნებას. გუშინ საღამოს შემთხვევით ვიპოვე, როცა ტელეფონზე შემოსულ შეტყობინებებს ვამოწმებდი. პოლიციამ დაიწყო უკვე ამაზე გამოძიება. გამორიცხულია, ვინმეს ჩემთან პირადი მტრობა აკავშირებდეს. 16 წელია ჟურნალისტიკის სფეროში ვარ და ძალიან ბევრი კრიტიკული წერილი დამიწერია. ეს ბევრს მოსწონდა, ბევრი ღიზიანდებოდა, მაგრამ, ამდაგვარი ამაზრზენი და მართლაც შიშისმომგვრელი მუქარის შემცველი შეტყობინება პირველად მივიღე. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს უკავშირდება ჩემს საქმიანობას და „ფეისბუქ" აქტივობებს", - ამბობს იოსელიანმა.

მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ს 151-ე მუხლით, რაც მუქარას გულისხმობს.

თეა იოსელიანი "გურიის მოამბეში" 2005 წლიდან მუშაობს. დღეისათვის ის ამ გამოცემის რედაქტორია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×