რეზონანსი
09.09.2019

 (რეზონანსი)ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე, მოხუც ქალბატონს, რომელიც პომიდვრის გაყიდვას ცდილობდა, პროდუქტის რეალიზაციის საშუალება არ მისცეს.

„ბებიას ხუთკაციანი ჯგუფი დაადგა თავს და უხეშად ცდილობდნენ, ხმამაღალი ტონით მოხუცს ტერიტორია დაეტოვებინა. გასაგებია, რომ გარევაჭრობა კანონით იკრძალება, მაგრამ ამხელა კაცებს სინდისი როგორ არ აქვთ რომ ასეთ მდგომარეობაში ჩააყენეს მოხუცი, რომელიც თვალის ოპერაციის ფულს აგროვებდა ამ პომიდვრის ფულით. გამწარებულმა მოხუცმა პომიდვრები ძირს თავად დაყარა. მთელი ჭავჭავაძის ქუჩა ეგრეთწოდებულ „ციგნებს" აქვთ დაკავებული და მართლა ფეხებში გვედებიან, როდესაც გადავაადგილდებით და ეს უფროა მგონი ყურადღება მისაქცევი, ვიდრე ამ მოხუცის ვაჭრობა",- ამბობს ანა ჯაბიძე.

შეგახსენებთ, რომ ქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, ქუთაისის ტერიტორიაზე გარევაჭრობა იკრძალება.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×