რეზონანსი
09.09.2019

 (რეზონანსი)ხელვაჩაურში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაშავდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

დაშავებული ოთხი ადამიანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავთ.

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო ცენტრის ცნობით, დაშავებულებს შორის არის მცირეწლოვანი. მათ დაზიანებები თავის და გულ-მკერდის არეში აღენიშნებათ.

ინფორმაციას „TV 25" ავრცელებს

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა გულისხმობს.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×