რეზონანსი
10.09.2019

 საქართველოში უამინდობა გრძელდება და მინიმუმ 2 დღე კიდევ გასტანს. შედარებით უკეთესი ამინდი მხოლოდ ხუთშაბათიდან იქნება, ხოლო საბოლოოდ კვირის ბოლოს გამოიდარებს. დღეს კი ბოლო დღეების ყველაზე დაბალი ტემპერატურა დაფიქსირდება.

10-12 სექტემბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, 13-15 სექტემბერს კი უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +25, +30, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +19, +24 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში 10-11 სექტემბერს წვიმა იქნება და ტემპერატურა +19, +21 გრადუსს არ გადააჭარბებს, ხოლო 12-15 სექტემბერს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +20, +22 გრადუსი იქნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×