რეზონანსი
10.09.2019

ირინა მილორავა სემეკ-ის თავმჯდომარის თანამდებობაზე მუშაობას 16 სექტემბერს დაასრულებს. როგორც მან შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციამდე ჟურნალისტებს განუცხადა, იგი სემეკ-ში მუშაობის გაგრძელებას არ აპირებს. 

"ჩემს გეგმებთან დაკავშირებით კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით. ერთი რაც შემიძლია გითხრათ, რომ კომისიაში საქმიანობის გაგრძელებას არ ვაპირებ. ჩემი უფლებამოსილების ვადა იწურება 16 სექტემბერს. 

არ ვიცი ნამდვილად ვის წარადგენს კანდიდატურად საქართველოს მთავრობა, მაგრამ ვინც არ უნდა იყოს, მინდა წარმატებები ვუსურვო. მას უწევს არაჩვეულებრივ გუნდთან მუშაობა და ძალიან საინტერესო პერიოდში მოუწევს მუშაობა, იმიტომ რომ რეფორმების თვალსაზრისით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პერიოდი ენერგეტიკაში და კიდევ ერთხელ ვუსურვებ წარმატებებს", - აღნიშნა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×