რეზონანსი
10.09.2019

 (რეზონანსი)ამ წუთებში რუსთავში ე.წ „სტამბოლის ბაზრის" მოვაჭრეები აქციას მართავენ.

მოვაჭრეების თქმით, ადმინისტრაციამ მათ გადასახადი ერთი ლარით გაუძვირა, რასაც მათი მხრიდან პროტესტი მოჰყვა.

აქციის მონაწილეები დირექციას მოუწოდებენ, გადასახადი ძველ ნიშნულზე დატოვონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სავაჭრო ობიექტებს არ გახსნიან და მუშაობას არ გააგრძელებენ.

ცოტა ხნის წინ, ადგილზე მოვიდა ქალაქ რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა. ამ წუთებში კი მერის და ბაზრის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობასთან დახურული შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრას ესწრება რამდენიმე ქციის მონაწილეც.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×