რეზონანსი
10.09.2019

 (რეზონანსი)სემეკ-ის მოქმედი წევრი დავით ნარმანია სემეკ-ის თავმჯდომარის პოსტზე შემოთავაზებას ელოდება.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

"ვერ დაგიდასტურებთ და არც უარვყოფ. იცით თქვენ, რომ ამ ყველაფერს აქვს თავისი პროცედურები, არცთუ ისე მარტივი, ამას სჭირდება მთავრობის წარდგინება, პრეზიდენტის თანხმობა, პარლამენტის გადაწყვეტილება. ასე რომ, ვნახოთ", - განაცხადა ნარმანიამ.

კითხვაზე, იყო თუ არა შემოთავაზება მთავრობის მხრიდან აღნიშნულ თანამდებობაზე წარდგენასთან დაკავშირებით, ნარმანია ამბობს, რომ "ალბათ იქნება".

"ალბათ იქნება. იქნება ალბათ კონსულტაციები. ველოდები, რომ იქნება ამ საკითხზე საუბარი", - აღნიშნა ნარმანიამ.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, პრეზიდენტი სემეკ-ის თავმჯდომარის კანდიდატურას საქართველოს მთავრობას წარუდგენს, მთავრობა კი, კანდიდატზე შეთანხმების შემთხვევაში მას დასამტკიცებლად პარლამენტს გადაუგზავნის.

შეგახსენებთ, რომ ირინა მილორავა სემეკ-ის თავმჯდომარის თანამდებობაზე მუშაობას 16 სექტემბერს დაასრულებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×