(რეზონანსი)არ მიმიღია შეტყობინება ვის უნდა გადავაბარო „რუსთავი-2" - ის გვერდი - ამის შესახებ ტელეკომპანია „მთავარის" საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნოდარ მელაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. ნოდარ მელაძე ტელეკომპანია „რუსთავი2" - ის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ნათქვამია, რომ კომპანიის facebook გვერდს უკანონოდ იყენებენ.
„ტყუილია 1 - რუსთავი 2 ვებზე მომუშავე ყველა ყოფილი და მოქმედი თანამშრომელი, არის ამ დრომდე ამ გვერდის რედაქტორი, შედით და ნახეთ სეთინგებში რა ლაივი გავუშვი პირადად მე - პასუხი არც ერთი.
ტყუილია 2 - ამ დრომდე, არ მიმიღია არც ერთი ოფიციალური შეტყობინება, ვის, როდის და რა ფორმით უნდა გადავაბარო ეს გვერდი. არ მომსვლია არც სმს, არც წერილი , არც მეილი. შედგა მხოლოდ სატელეფონო კომუნიკაცია, ისიც ზოგადი შინაარსის ეიჩართან და პასუხიც მიიღო" - წერს ნოდარ მელაძე.