რეზონანსი
10.09.2019

 (რეზონანსი)თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ გოდოგანში 17 წლის ახალგაზრდამ თავი ჩამოიხრჩო. შემთხვევა გუშინ, შუადღისას მოხდა.

„პრაიმტაიმის" იმერეთის კორესპონდენტის ინფორმაციით, ბიჭი სახლში ბაბუასთან ერთად იმყოფებოდა და ის სახლში დაბრუნებულმა დედამ, ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვა. გარდაცვლილი მე-12 კლასის მოსწავლეა.

ოჯახისთვის თვითმკვლელობის მოტივი უცნობია. მომხდართან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×