რეზონანსი
12.09.2019

 (რეზონანსი)გიორგი ხაბურზანიას და დემნა ჯაფარიძის გუნდის "რუსთავი 2"-დან წასვლისას, არხი ვანიკო თარხნიშვილმაც დატოვა, თუმცა, რამდენიმე თვის წინ, ისევ "რუსთავი 2"-ზე დაბრუნდა."დავიბრუნეთ, ისევ ჩვენთანაა" - დაწერა მაშინ სოციალურ ქსელში "რუსთავი 2"-ის ყოფილმა და ახლა უკვე "მთავარი არხის" დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ და ფოტოებიც გაავრცელა, სადაც მსახიობთან და ტელეწამყვანთან კონტრაქტი გააფორმა. ვანიკო თარხნიშვილი ადასტურებს ინფორმაციას,რომ ტელეკომპანია "იმედის" ახალ სერიალში გამოჩნდება , თუმცა, დამატებით კომენტარს არ აკეთებს იმის თაობაზე, რომელ პროექტებში ვიხილავთ მას სერიალის გარდა.

წყარო - reitingi.ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×