რეზონანსი
12.09.2019

 (რეზონანსი)საქართველოს პირველი არხის სერვერზე გარე ჩართვების შედეგად განხორციელდა კიბერშეტევა - ამის შესახებ ინფორმაციას ტელევიზია ავრცელებს. ტელეკომპანიამ ფაქტის შესახებ შსს-ს უკვე აცნობა.

კიბერთავდასხმის შედეგად, დღეს მაუწყებლის ქსელში მოხდა ვირუსის გავრცელება, რამაც დაშიფრა და გაანადგურა საქართველოს პირველი არხის სერვერებზე არსებული მნიშვნელოვანი ფაილები.

ამ დროისთვის მაუწყებლის სხვა სერვერებზე ვირუსის გავრცელების თავიდან აცილება მოხერხდა.

ფაქტის შესახებ საქართველოს პირველმა არხმა უკვე აცნობა შინაგან საქმეთა სამინისტროს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×