რეზონანსი
12.09.2019

  (რეზონანსი) 15 წლის გოგონა სკოლაში ყოფნისას ცუდად გახდა, რის გამოც ექიმთან ვიზიტი გადაწყვიტა. თერაპევტმა მას ყურის ინფექციის დიაგნოზი დაუსვა და შინ ანტიბიოტიკების რეცეპტით გაუშვა.

15 წლის როუზი ამნი ექიმთან ვიზიტის შემდეგ 10 საათში გარდაიცვალა.

შემთხვევა ინგლისში, კენტის საგრაფოში მოხდა. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემები ავრცელებენ. 

გოგონას, რომელსაც პირველი ტიპის დიაბეტი ჰქონდა, ექიმმა არასწორი დიაგნოზი დაუსვა. გოგონა დიაბეტური კეტოაციდოზით  საავადმყოფოში წაიყვანეს, სადაც იგი გარდაიცვალა.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია საქმის მოკვლევა. გამოძიება ცდილობს დაადგინოს, იყო თუ არა ექიმი მანგი პასუხისმგებელი, რომ აეღო გოგონასთვის ანალიზები და დაედგინა მის შარდში კეტონების რაოდენობა, შემდეგ კი საავადმყოფოში წაეყვანა.

სასამართლო ექსპერტიზის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ სამედიცინო გზამკლვევის თანახმად, როუზი ამნი ექიმს საავადმყოფოში უნდა გადაემისამართებინა. თუმცა მას მოზარდისთვის არც სისხლის ანალიზი აუღია, არც გლუკოზა შეუმოწმებია და არც შარდში კეტონების შემცველობა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×