რეზონანსი
14.09.2019

 თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ახალგაზრდა საავადმყოფოში ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. ის თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის მკვიდრი, 32 წლის ხალილ მამედოვია.

ექიმების ინფორმაციით, მამაკაცი კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ის საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

„პრაიმტაიმს“ ახლობლები უყვებიან, რომ გარდაცვლილი ხილ-ბოსტნეულით ვაჭრობდა, ჰყავს დედ-მამა და დები. მეუღლეს გაშორებულია. ჰყავს ორი შვილი.

ამ ეტაპზე, სტაბილურია ავარიაში მეორე დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×