რეზონანსი
14.09.2019

 (რეზონანსი) შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 1995 წელს დაბადებული ა.ძ. და 1969 წელს დაბადებული მ.ბ. ქურდობის და ქურდობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ა.ძ.-მ ბათუმში, ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი ავტომობილი მოიპარა. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გურიის სამმართველოს თანამშრომლებმა იგი ბათუმი-სუფსის საავტომობილო გზის სუფსის მონაკვეთზე დააკავეს. ნაქურდალი ავტომობილი ამოღებულია ნივთმტკიცებად.

რაც შეეხება მ.ბ.-ს, პოლიციამ ის იმ დროს დააკავა, როდესაც ბათუმში, ზვიად გამსახურიდას ქუჩიდან მოქალაქის კუთვნილი მოპედის მოპარვას ცდილობდა.

გამოძიება ქურდობის და ქურდობის მცდელობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ" ქვეპუნქტით და 19-177 მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×