რეზონანსი
14.09.2019

 (რეზონანსი) პრემიერი-მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის ბოლო განცხადებებს ეხმიანება და ამბობს, რომ ბიზნესმენმა ღია ომი დაიწყო.

„ადამიანი იგებს ტენდერს, ძალიან კონკრეტული პირობებით და სხვა ადამიანები ვერა, იმიტომ, რომ ეს პირობები მათთვის მიუღებელია და კაცი ამბობს, რომ მე მოვიგე იმიტომ, რომ ვიცოდი ეს შეუსრულებადი იყო, მაგრამ მერე მქონდა ცვლილებების იმედი და ამის შემდეგ იწყებ ომს სახელმწიფოსთან, რომ შემიცვალეთ პირობები. სახელმწიფო მოგყვება, მაგრამ მერე სადღაც მთავრდება. ბოდიში, მაგრამ ვეღარ გამოგყვები. ამის შემდეგ კი ის იწყებს გაცხადებულ, ღია ომს - ცილისწამებას, დაშანტაჟებას, სხვას ვერაფერს დავარქმევ", - განაცხადა სუბარმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×