რეზონანსი
14.09.2019

 (რეზონანსი) აკი ბაშოს მე-7 საშეჯიბრო დღე გაიმართა, სადაც ქართველმა სუმოისტმა, ლევან გორგაძე მეხუთე მარცხი იწვნია.

ტოჩინოშინი მაეგაშირა დაიეიშოს შეხვდა და ოშიდაშის ილეთით წააგო. ამ მარცხის შემდეგ ქართველს ფალავანს ბალანსი 2:5-ზე გაუხდა.

ტოჩინოშინს ოძეკის წოდების შესანარჩუნებლად დადებითი ბალანსის დაფიქსირება სჭირდება.

ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე მაეგაშირა შოდაი იქნება, ვისთანაც ბალანსი 6:8-ზე იქნება.

რაც შეეხება მეორე ქართველ სუმოისტ, გაგამარუმ ტურნირზე მე-4 მარცხი განიცადა.

თეიმურაზ ჯუღელი ტობიზარუსთან ჰატაკიკომის ილეთით წააგო და ამჟამად ბალანსი 3:4-ზე აქვს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×