რეზონანსი
14.09.2019

 (რეზონანსი) ამერიკელი ბავშვის დაბადების დრო, თარიღი და წონა 9/11-ის ტერაქტის წლისთავს დაემთხვა.

ამერიკელი ქალი მისი შვილის დაბადებას „პატარა სასწაულს" უწოდებს, რადგან გოგო 9/11-ის ტერაქტის წლისთავზე, საღამოს, ზუსტად 9:11 საათზე დაიბადა. ბავშვის წონა კი 9 ფუნტსა და 11 უნციას შეადგენს, რაც დაახლოებით 4 კილოგრამია.

კრისტინა ბრაუნი ტენესის შტატში დაიბადა. გოგოს მამა ჯასტინ ბრაუნი ამბობს, რომ ასეთ ტრაგიკულ თარიღთან სასიამოვნო ამბის დაკავშირება განსაკუთრებით ამაღელვებელია.

კლინიკის წარმომადგენლის თქმით, 35 წელზე მეტია, რაც ქალთა განყოფილებაში მუშაობას და მსგავსი შემთხვევა არ ახსოვს.

2001 წლის 11 სექტემბერს „ალ-ქაიდას" თვითმკვლელმა ტერორისტებმა ოთხი კომერციული თვითმფრინავი გაიტაცეს. ორი მათგანით აშშ-ში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ორ ცათამბჯენზე თავდასხმა განხორციელდა, კიდევ ერთი საფრენი აპარატი პენტაგონის შენობას დაეჯახა, მეოთხე თვითმფრინავი კი, სომერსეტის ოლქში ჩამოვარდა. ტრაგიკულ დღეს 3 ათასამდე ადამიანი დაიღუპა, ექვსი ათასი კი, დაშავდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×