თამარ შუკვანი
14.09.2019

 ანტისაოკუპაციო მოძრაობა „სირცხვილიას" ერთ-ერთი აქტივისტი ირაკლი არეშიძე გონიოს პლაჟზე მომხდარი ინციდენტის შესახებ ავცელებს ინფორმაციას და აცხადებს, რომ მასა და ყოფილ დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, ქუცნაშვილის მეუღლემ სახეში ხელი გაარტყა. „რეზონანსი" ამ ინციდენტის შესახებ ზაქარია ქუცნაშვილს დაუკავშირა, რომელმაც მომხდარზე საუბარი არ ისურვა.

„არ ვიცი სწორი ინფორმაცია და თუ რამე გაინტერესებთ ამის თაობაზე, შეგიძლიათ მიმართოთ სპეციალურ ორგანოებს," - განუცხადა ქუცნაშვილმა „რეზონანსს".

გონიოში მომხდარი ფაქტის შესახებ არეშიძემს „ბათუმელებთან" ისაუბრა.

„თავიდან სასტუმროს აივნიდან დავინახე, რომ ზაქარია ქუცნაშვილი ჩემს ნაცნობ ქალებს ეკამათებოდა. დავუძახე, გავრილოვის მონა ხარ, შენ გამო ხალხი ციხეში ზის-მეთქი. ჩამოდი, აბა, ქვემოთო, დამიძახა, მაგრამ არ ჩავედი...

„შემდეგ ჩემოდნები ჩავალაგე, სასტუმროს დღეს ვტოვებდი და შესასვლელთან ზაქარია ქუცნაშვილი ცოლთან და დაცვის თანამშრომელთან ერთად დამხვდნენ.

„დაცვის თანამშრომელმა მკითხა, რა ხდებოდაო და ვუთხარი, რომ უბრალოდ, პროტესტი გამოვხატე. მერე ქალმა მკითხა, ვის უწოდე შენ მონაო და შენს მეუღლეს-მეთქი. ამ დროს გამარტყა ხელი სახეში... ზაქარია ქუცნაშვილი კონფლიქტში არ ჩარეულა," - განუცხადა ირაკლი არეშიძე „ბათუმელებს."

აქტივისტის თქმით, ადგილზე მისულ პოლიციას არ მოუხდენია იდენტიფიცირება, ვინ მონაწილეობდა კონფლიქტში და გამოკითხვაზე ამ კონფლიქტში მონაწილე სხვა პირები არ წაუყვანიათ. ასევე ამბობს, რომ ამ შემთხვევას კიდევ ორი პირი შეესწრო.

შსს ინფორმაციით, მიმდინარეობს წინასაგამოძიებო მოქმედებები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×